LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გრემი“ 2024-ის გამარჯვებულები – ლოს-ანჯელესში მუსიკის დღესასწაული შედგა

242
Capture

ლოს-ანჯელესში მუსიკის დღესასწაული შედგა. საქმე ისაა, რომ ელ-ეიმ 66-ე „გრემის” უმასპინძლა, რომელზეც ვარსკვლავთცვენა იყო.

დაჯილდოების ცერემონიის გარდა, რა თქმა უნდა, დიდი ყურადღება დაეთმო წითელ ხალიჩასაც, რომელზეც პოპ კულტურის უამრავმა სახემ მოიყარა თავი.

შოუს წამყვანი ტრევორ ნოა გახლდათ, რომელმაც ეს ამპლუა ზედიზედ მეოთხედ მოირგო.

ღონისძიების ტოპ ნომინანტი სიზა, რომელიც 9 ნომინაციაში იყო წარდგენილი, გამარჯვებულად სამში დასახელდა, დაჯილდოების ტრიუმფატორი კი ფიბი ბრიჯერსი გახდა, რომელმაც 7-დან ოთხი პრემია მიიღო.

ექვსიდან 2 ჯილდო შეხვდათ მაილი საირუსს, ბილი აილიშსა და ტეილორ სვიფტს.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ სამეულს მიენიჭა ძირითად, არაჟანრობრივ ნომინაციებში გამარჯვება.

„დიდ ოთხეულად” წოდებულ კატეგორიებში ამერიკის ხმისჩამწერმა აკადემიამ „გრემი” „წლის ჩანაწერისთვის” 2023-ის ერთ-ერთ ტოპ ჰიტს – Flowers მიანიჭა მაილი საირუსის შესრულებით, „წლის ალბომად” – ტეილორ სვიფტის – Midnights დასახელდა, „წლის სიმღერა” – ,„ბარბისთვის” შექმნილი – What Was I Made For? გახდა, რომელსაც ბილი აილიში ასრულებს, ხოლო, „საუკეთესო ახალ არტისტად”- ვიქტორია მონე მოგვევლინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები