LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford-ის ხელმძღვანელი იშვიათ სპორტქარს აუქციონზე ყიდის

103
1428x1428

Ford-ის პრეზიდენტმა ჯიმ ფარლიმ საკუთარ კოლექციაში არსებული იშვიათი სპორტქარი – De Tomaso Pantera ონლაინ აუქციონზე გაიტანა. ავტომობილი პლატფორმა Bring a Trailer-ზეა გამოტანილი და ვაჭრობის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე მის ფასი დაახლოებით 127 000 დოლარია, რაც მოდელის საშუალო საბაზრო ღირებულებასთან ახლოსაა.

სპორტქარს განსაკუთრებულ ისტორიას მატებს ის ფაქტი, რომ მისი პირველი მფლობელი ასევე Ford Aerospace იყო. მოგვიანებით ავტომობილი მუზეუმში მოხვდა, თუმცა 2001 წელს მუზეუმის დახურვის შემდეგ მისი კვალი დროებით დაიკარგა.

მანქანა კვლავ გამოჩნდა 2018 წელს, როდესაც ის აუქციონზე გაიტანეს. ტესტირებისას მომხდარი ავარიის შემდეგ ავტომობილი სრულად აღადგინეს და ტექნიკურად მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს. აღდგენის ფარგლებში ძარის მდგომარეობა ქარხნულ სტანდარტამდე მიიყვანეს, თუმცა მექანიკურ ნაწილში ცვლილებები განხორციელდა – განახლდა საკიდარი, დამუხრუჭების სისტემა და ძრავის კომპონენტები.

მოდელი აღჭურვილია 5.75 ლიტრიანი V8 Cleveland ძრავით, რომელსაც დამატებული აქვს მოდიფიცირებული ნაწილები. ასევე განახლდა ინტერიერი – შეიცვალა სალონის დიზაინი, დაემატა თანამედროვე აუდიოსისტემა და დამატებითი ინდიკატორები.

უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ავტომობილი ჯიმის პირად კოლექციაში ინახებოდა, სადაც მას რეგულარული ტექნიკური მომსახურება უტარდებოდა.

ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ De Tomaso Pantera საკოლექციო სუპერქარად არ მიიჩნევა, კონკრეტული ეგზემპლარი თავისი ისტორიითა და მოდიფიკაციებით ინვესტორებისა და კოლექციონერების ინტერესს მაინც იწვევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები