LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford-მა 30 ათას დოლარიანი ელექტროქარი გამოუშვა

113
Ford-მა 30 ათას დოლარიანი ელექტროქარი გამოუშვა

Ford ბიუჯეტურ კომპაქტურ ელექტრომობილს 2027 წლისთვის წარადგენს. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჯიმ ფარლიმ განაცხადა, რომ ახალი მოდელის ღირებულება მხოლოდ 30 ათასი დოლარი იქნება. დაბალი ფასი კომპაქტურობას ნიშნავს და კლიენტებს პატარა მანქანების თავიდან შეყვარება მოუწევთ, დააზუსტა ავტო გიგანტის ბოსმა.

სიახლე შემოსავლის მოტანას დებიუტიდან 2 წლის შემდეგ დაიწყებს, ფიქრობენ Ford-ში, მანამდე კი კომპანია ყოველი „მწვანე“ ავტომობილით ფულს კარგავს.

ფარლიმ აღნიშნა, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი 5 წლის განმავლობაში შემოსავლიანი ელექტროქარების წარმოება. Ford მხოლოდ ასე შეძლებს წინააღმდეგობა გაუწიოს ჩინელებს, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე პოზიციებს სულ უფრო და უფრო იმყარებენ.

ამჟამად ford-ის ელექტროქარები მხოლოდ ზარალს ნიშნავს: ყოველი ახალი მოდელით ბრენდი დაახლოებით 100 ათას დოლარს კარგავს, რაც მოდელების ღირებულებაზე მეტიც კია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები