Ford-მა ამერიკულ სკოლებს ჩაძირული Mustang-ები გადასცა და აი რატომ. ამ ავტომობილებს მოსწავლეები და სტუდენტები სწავლისთვის გამოიყენებენ. „ჩაძირულების“ მომზადებაზე დილერებმა იზრუნეს: სასწავლო დაწესებულებებისთვის გადაცემამდე საცდელი მოდელები გააშრეს და გაასუფთავეს.
Ford-ის კოორდინატორმა დააზუსტა, რომ Mustang-ების დიდი პარტია შტორმის გამო გაფუჭდა. კომპანიამაც გადაწყვიტა, რომ ტრანსპორტის უტილიზაციის ნაცვლად ისინი მომავალი ავტო მექანიკოსებისთვის გადაეცა უკეთესი გამოცდილების მისაღებად. სკოლებს გადასცეს ასევე ტრანსპორტირების დროს მოპარული ავტომობილებიც: მათი დოკუმენტებიც ისე გააფორმეს, რომ „ფორდებმა“ გზაზე დაბრუნება ვეღარასდროს შეძლონ.