LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford Ranger Raptor-მა გინესის უჩვეულო რეკორდი დაამყარა

126
ford

პიკაპმა Ford Ranger Raptor-მა გინესის უჩვეულო რეკორდი დაამყარა და ამ დროს ავტომობილის საჭესთან სახელგანთქმული ბრიტანელი კასკადიორი პოლ სვიფტი იყო მოკალათებული. ამერიკული კროსოვერით მრბოლელმა უწვრილეს გზებზე ორი საბურავით იარა. რეკორდის დამყარება მარტივი არ ყოფილა, კასკადიორს ამინდი და ავტომობილის განსაკუთრებული კონსტრუქცია უშლიდა ხელს.

იმისათვის რომ რეკორდი ნომინაციაში – „პიკაპის ორი საბურავით გავლილი ვიწრო გზა“ დაემყარებინათ, პროექტის ავტორებმა ავტომობილის კონსტრუქცია გაამყარეს. მიზანი ის იყო, რომ ორ საბურავს მოდელის მთელი მასისთვის გაეძლო.

გარდა ამისა, პილოტს წინააღმდეგობა უნდა გაეწია უძლიერესი ქარისთვის, რომელიც მანქანის გასწორებას ცდილობდა.

თუმცა, მიუხედავად ყველა წინაღობისა პოლმა გინესის ახალი რეკორდი მაინც დაამყარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები