LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფორმულა –1“ აღარ ჩატარდება – მონაკოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს

79
formmulmonvsss

მონაკოს პრინცს ვირუსი დაუდგინეს და „ფორმულა –1“ აღარ ჩატარდება.  სამეფო რბოლების კალენდარში ქვეყანა 1950 წელს მოხვდა და მას შემდეგ ჩემპიონატი ყოველ წელს ტარდებოდა. 66 წლის განმავლობაში პირველად, წელს ყველაფერი გაუქმდა.

გეგმის მიხედვით, მონაკოს გრან–პრი 21–24 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა რბოლა გაურკვეველი დროით გადაიდო ან საერთოდ გაუქმდა. მონარქს კორონავირუსი 19 მარტს დაუდგინეს და საავტომობილო კლუბმა გადაწყვეტილებაც ამის შემდეგ მიიღო.

აღსანიშნავია, რომ პრინცი „ფორმულა–1–ის“ დიდი გულშემატკივარია და გამარჯვებულ პილოტს თასს ყოველთვის პირადად გადასცემდა ხოლმე.

რაც შეეხება ზოგადად მსოფლიო საავტომობილო რბოლებს, 2020 წლის კალენდარი მთლიანად აირია და მის შედგენაზე მსჯელობა უახლოეს დღეებში უნდა დაიწყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები