LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფორმულა 1-ის მრბოლელი ფერნანდო ალონსო სიკვდილს გადაურჩა (ვიდეო)

69

ცნობილი მრბოლელი ფერნანდო ალონსო “გრან პრი”-ს შეჯიბრებისას სიკვდილს გადაურჩა. სარბოლო გზის ერთ-ერთ მოსახვევში მისი McLaren-ი მის წინ მიმავალ Haas-ის გუნდის წევრის, ესტებან გუტიერესის რბოლიდს შეეჯახა.

უბედური შემთხვევის დროს, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა, თუმცა, ალონსოს რბოლიდის მხოლოდ პილოტის კაფსულა გადარჩა, რამაც მრბოლელი გადაარჩინა კიდეც. რამდენიმე წამის განმავლობაში მრბოლელი შოკურ მდგომარეობაში იყო, შოკიდან გამოსვლის შემდეგ კი მან მომხდართან დაკავშირებით კომენტარიც გააკეთა:

”თავს ნორმალურად ვგრძნობ, თუმცა, ცოტა დრო მჭირდება რათა ეს ყველაფერი გავიაზრო და გადავიტანო. ავარია საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა, მეც და ესტებანსაც ძალიან გაგვიმართლა, რომ ცოცხლები გადავრჩით. 300კმ/სთ სიჩქარით სიარულის დროს, ხანდახან გვავიწყდება, რომ ეს საშიში რბოლაა. აქ ავტომობილების მცირეოდენმა კონტაქტმაც კი ძალიან დიდი ავარია შეიძლება გამოიწვიოს” – განაცხადა ფერნანდო ალონსომ.

მრბოლელმა აგრეთვე დიდი მადლობა გადაუხადა რბოლიდის შემქნელებსა და ადამიანებს, რომლებმაც მისი მისი სიცოცხლის გადარჩენა შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ გრანპრის პირველი ადგილის მფლობელი გერმანელმა ნიკო როსბერგი გახლდათ, რომელიც Mercedes-ის გუნდის წარმომადგენელი გახლავთ.

 

https://www.youtube.com/watch?v=sB7fkXtdluw

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები