LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფორტე“, „ქართული ხმები“, „შვიდკაცა“, „ალილო“ და „თეატრალურის კვარტეტი“ 23 აპრილს ბათუმელი მსმენელის წინაშე წარდგება

130
ანსამბლების გაერთიანება

ანსამბლების გაერთიანება ,,ქართული სიმღერა” პროექტით: „ქართული სიმღერა საქართველოს”, 23 აპრილს შეხვდება მსმენელს ქალაქ ბათუმში, ბათუმის კულტურის ცენტრში.

ხუთი ანსამბლისგან შემდგარი გაერთიანება: „ფორტე“, „ქართული ხმები“, „შვიდკაცა“, „ალილო“ და „თეატრალურის კვარტეტი“, ბათუმელი მსმენელის წინაშე უკვე ცნობილი ჰიტებითა და ახალი შემოქმედებითი ნამუშევრებით წარდგება.

საკონცერტო პროექტი სახელწოდებით: ,,ქართული სიმღერა ბათუმს”, ხორციელდება ქართული ქალაქური მრავალხმიანი სიმღერის ჟანრის განვითარებისა და ხელის შეწყობის მიზნით.

აღნიშნული კონცერტი აგრძელებს იმ აქტივობების კონცეფციას, რომელსაც ანსამბლების გაერთიანება ,,ქართული სიმღერა” სხვადასხვა პერიოდში საქართველოს ქალაქებში ახორციელებს ქართული ქალაქური მრავალხმიანი სიმღერის ჟანრის პოპულარიზაციის მიზნით კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით და მხარდაჭერით.

კონცერტი დაიგეგმა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ბათუმის კულტურის ცენტრის თანადგომით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g