LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი|ბრედ პიტი

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს ურთიერთობაში არც ისე კარგი პერიოდი აქვთ. წყვილი ყველანაირად ცდილობს, ოჯახი გადაარჩინოს. ამჯერად დასავლური ტაბლოიდები მეშვიდე ბავშვის აყვანის შესახებ წერენ.
უკანასკნელი თვეების განმავლოვაში, თაყვანისმცემლები ანჯელინა ჯოლის ფიზიკური მდგომარეობით შეშფოთებულები არიან: ერთ დროს ყველაზე ლამაზი ქალბატონი ელვის სისწრაფით ხდება და ამ პროცესს ვერც ფსიქოლოგები და ვერც ექიმები აჩერებენ. მიზეზად მეუღლესთან, ბრედ პიტთან პრობლემები და ჯანმრთელობის გაურესება სახელდება.
ცნობილ ცოლ-ქმარს შორის რომ დაძაბულობაა, სიახლეს არავისთვის წარმოადგენს. ბოლო დროს სულ უფრო მეტი ხმა ვრცელდება მათ ურთიერთობაში წარმოქმნილ კრიზისზე. ამჯერად კი ცნობილი ხდება, რომ ჯოლისა და პიტს ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებზე აქვთ უთანხმოება: როგორც გაირკვა, უძრავი ქონება, რომელიც პიტმა შეიძინა, 4 მილიონი დოლარი დაჯდა, რაც ანჯელინამ ჩხუბით გააპროტესტ .