ცნობილ ცოლ-ქმარს შორის რომ დაძაბულობაა, სიახლეს არავისთვის წარმოადგენს. ბოლო დროს სულ უფრო მეტი ხმა ვრცელდება მათ ურთიერთობაში წარმოქმნილ კრიზისზე. ამჯერად კი ცნობილი ხდება, რომ ჯოლისა და პიტს ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებზე აქვთ უთანხმოება: როგორც გაირკვა, უძრავი ქონება, რომელიც პიტმა შეიძინა, 4 მილიონი დოლარი დაჯდა, რაც ანჯელინამ ჩხუბით გააპროტესტ .
„მან გაიგო, რა თანხა გადაიხადა ბრედმა სახლში და ძალიან გაბრაზდა. ისიც კი განაცხადა, რომ საოჯახო ბიუჯეტის არაკომპაქტურად ხარჯვის გამო, იძულებულია დოკუმენტური ფილმის გადაღება დროებით შეწყვიტოს და „მალეფისენტის“ გაგრძელებაში მონაწილეობას დათანხმდეს, სადაც მისი ჰონორარი 30 მილიონი დოლარი იქნება“, – განაცხადა წყვილთან დაახლოებულმა წყარომ.