ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს ურთიერთობაში არც ისე კარგი პერიოდი აქვთ. წყვილი ყველანაირად ცდილობს, ოჯახი გადაარჩინოს. ამჯერად დასავლური ტაბლოიდები მეშვიდე ბავშვის აყვანის შესახებ წერენ.
„ქორწინების გადასარჩენად მათ გადაწყვიტეს კიდევ ერთი ბავშვი აიყვანონ და ამით კავშირი გაამყარონ. ისინი მზად არიან ოჯახში მატებისთვის და თვლიან, რომ ეს საუკეთესო გამოსავალია“, – განაცხადა ვარსკვლავური წყვილის წარმომადგენელმა გამოცემასთან InTouch Weekly.
სპეციალურად ამ მიზნით ბრედი და ანჯელინა აფრიკას ეწვევიან. უკვე ცნობილია, რომ ბავშვი, რომელსაც ისინი აიყვანენ, ათ წელზე მეტი ასაკის იქნება, რადგან მიიჩნევენ, რომ მხოლოდ მცირე ასაკის პატარები არ საჭიროებენ მზრუნველობას. მათივე აზრით, ამ ასაკის ბავშვი შესანიშნავად შეეგუება ჯოლი-პიტის დანარჩენ ექვს შვილს.