შერონ სტოუნი პირად ბედნიერებას შვილების გამო ვერ იწყობს
დედის დღის წინ, შერონ სტოუნმა „წლის დედის“ წოდება მიიღო. სამადლობელ სიტყვაში მსახიობმა განაცხადა, რომ შვილები მისი ცხოვრების აზრია, დედობა კი მისი მთავარი ფუნქცია. ვარსკვლავმა აღიარა, რომ მარტოხელა დედის სტატუსი მამაკაცებს აშინებს. სწორედ ამით ახსნა სტოუნმა მარტო ყოფნა.