დედის დღის წინ, შერონ სტოუნმა „წლის დედის“ წოდება მიიღო. სამადლობელ სიტყვაში მსახიობმა განაცხადა, რომ შვილები მისი ცხოვრების აზრია, დედობა კი მისი მთავარი ფუნქცია. ვარსკვლავმა აღიარა, რომ მარტოხელა დედის სტატუსი მამაკაცებს აშინებს. სწორედ ამით ახსნა სტოუნმა მარტო ყოფნა.
„სამი შვილი მყავს და ფაქტობრივად, არ მაქვს შანსი, შევხვდე მამაკაცს. ბავშვებმა გარკვეულწილად ცხოვრება წამართვეს“, – განაცხადა მსახიობმა.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ მეუღლეს, ფილ ბრონშტეინს შერონი 2004 წელს დაშორდა. მას შემდეგ მას რომანი სპორტულ აგენტთან, ლონი კუპერთან ჰქონდა.