58 წლის შერონ სტოუნი მუდმივად უმტკიცებს თავის თაყვანისმცემლებს, რომ კარგი სხეული შესაძლოა ნებისმიერ ასაკში გქონდეს. ამის დამადასტურებელი ფოტოები მან „ინსტაგრამზე“ გააზიარა, სადაც საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი მზის აბაზანებს იღებს. ერთ-ერთ მათგანზე კი დასვენების პარალელურად სტოუნი აკვარელით ხატავს.
სად ისვენებს ცნობილი ვარსკვლავი – უცნობია. ყვითელი პრესის ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ მსახიობს კომპანიონობას თავისი რჩეული, ლონი კუპერი უწევს. წყვილის რომანის შესახებ ცნობილი გასული წლის დეკემბერში გახდა.