LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » Hi Tech » გვერდი 120

Hi Tech

მთელი მსოფლიოს მასშტაბით პერსონალური კომპიუტერების გაყიდვების მაჩვენებელი შეუჩერებლად ეცემა. მიმდინარე წელი ამ მაჩვენებლით 2007 წელზე უარესად სახელდება, რომელიც კომპიუტერების მწარმოებლების თქმით, ამ მხრივ ყველაზე ცუდი იყო.
Apple-მა მორიგი სიახლე დააპატენტა: კომპანიის მომავალ მოწყობილობებში სამაშველო სამსახურებთან დაკავშირება თითის ანაბეჭდით იქნება შესაძლებელი.
სოციალურმა ქსელმა „ფეისბუქმა“ მობილურ ვერსიაში ახალი ფუნქცია დაამატა. ამიერიდან, კამერის საშუალებით GIF-გამოსახულებების გაკეთება თავადაც შეგიძლიათ.
კომპანია Apple-მა და მისმა დირექტორმა, ტიმ კუკმა „ტვიტერზე“ ახალი სმაილები დააანონსა, რომელთა შორის არის: გოგონა-ჯინი, ჰიჯაბიანი ქალი, მეძუძური დედა, რომელიც ბავშვს აჭმევს, დინოზავრი, ზებრა, ქოქოსი, ხორცის ნაჭერი და ა.შ.
ფინურმა მწარმოებელმა Nokia-მ Nokia 130-სა და Nokia 105-ის განახლებული ვერსიების გამოსვლა დააანონსა. როგორც ცნობილი გახდა, ვიზუალურად მოწყობილობა შეცვლილია, ფუნქციები - გაუმჯობესებული.
რამდენიმე კვირის წინ, Microsoft-მა Skype განაახლა და მას რამდენიმე ახალი ფუნქცია დაუმატა. როგორც აღმოჩნდა, სიახლეს არც ისე კარგი გამოხმაურება მოჰყვა მის მომხმარებლებში, ბევრმა მათგანმა სერვისის გამოყენებაზე უარიც კი თქვა და სხვა მესენჯერებზე გადავიდა.
ხმების თანახმად, ახალი სმარტფონი Samsung Galaxy C7 ორმაგი ძირითადი კამერით იქნება აღჭურვილი. ამის შესახებ ინფორმაცია ჩინურმა წყარომ „ტვიტერზე“ გაავრცელა.
Tesla-სა და SpaceX-ის დირექტორმა, ილონ მასკმა თავის „ტვიტერზე“ ახალი ვებ-გვერდი - x.com დააანონსა. მისი თქმით, ამ დროისთვის საიტი არ ფუნქციონირებს, თუმცა უახლოეს მომავალში ის ამოქმედდება.
Microsoft-მა გამოუშვა აპლიკაცია მათთვის, ვინც ცუდად ან საერთოდ ვერ ხედავს. სიახლეს Seeing Al ჰქვია და ის გარშემო მყოფ საგნებს აღწერს.
სან-ფრანცისკოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა სმს-ბოტის - Send me ფუნქცია ჩაუშვა, რომელიც ნახატების საშუალებით გეკონტაქტებათ. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ არის ის, რომ მოთხოვნა ნომერზე 572-51 გაგზავნოთ. შეტყობინება ფრაზას „send me“ და საკვანძო სიტყვას (ფერს, გჰანწყობას ან ემოციას) უნდა შეიცავდეს.
კომპანიამ Xiaomi სადებიუტო ყურსასმენი HelloEar Arc. წარმოადგინა. თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ ის უსადენო უნდა ყოფილიყო, თუმცა საბოლოოდ მას 1,2 მეტრიანი სადენი აქვს, რომელზეც განთავსებულია მიკროფონი და სამი ღილაკი.