უახლესი კვლების თანახმად, საქმიან მიმოწერაში ე.წ. ”სმაილების” გამოყენება თქვენს რეპუტაციას გააფუჭებს. ასეთი დასკვნა ისრაელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გააკეთეს, რომლებმაც 29 ქვეყნის 500-ზე მეტი ადამიანი გამოკითხეს.
მსახიობმა სარა ჯესიკა პარკერმა ფეხსაცმლის საავტორო ბრენდ SJP Collection-ის კოლაბორაციით iPhone-ის შალითა შექმნა. გასაკვირი არავისთვის ყოფილა, რომ სიახლე რამდენიმე წყვილ ფეხსაცმლიან გამოსახულებას წარმოადგენს.
კომპანია ”ფეისბუქმა” ჩინეთში ფოტოების გაცვლის აპლიკაცია საიდუმლოდ გამოუშვა. როგორც The New York Times წერს, სიახლეს Colorful Balloons ჰქვია, რომელიც ერთი შეხედვით აპლიაცია Moments-ს მოგაგონებთ.
სტივენ ტროუტონ-სმიტმა iPhone 8-ის რამდენიმე საიდუმლო გაამხილა. ახალ მოდელში Home ღილაკი ვირტუალური გახდება: სხვადასხვა აპლიკაციის დროს ის ზომას შეიცვლის, თამაშებისა და ვიდეოს ყურების პერიოდში კი მთალიანად გაქრება დისპლეიდან.
კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ჩაატარა კვლევა და დაადგინა, რომ სატელეფონო ნოტიფიკაციების გამორთვა, მცირე დროით მაინც, ადამიანის ფსიქიკაზე დადებითად მოქმედებს.
კომპანია Google-მა თანამდებობიდან უფროსი პროგრამისტი, ჯეიმს დეიმორი გაუშვა. მიზეზად მისი ნათქვამი გახდა, რომ ბიოლოგიურად მამაკაცები ტექნიკური საქმის გასაკეთებლად უფრო უნარიანები არიან, ვიდრე ქალები.
კომპანია Apple-მა ახალი საათების წარმოების შესახებ განაცხადა. ცნობილია, რომ გაჯეტი დამოუკიდებლად მიუერთდება მობილურ ქსელს და ტელეფონის ფუნქციასაც შეითავსებს.