კომპანია Apple ახალი სმარტფონის გამოშვებას სექტემბერში გეგმავს, ეს ფაქტი კი გაჯეტების ბაზარზე სერიოზულ გავლენას იქონიებს. ცნობილია, რომ iPhone-ის გარდა, ამავე პერიოდში საკუთარი სიახლეების წარმოჩენას Samsung და LG გეგმავენ.
ჩრდილოეთ კორეაში საკუთარი წარმოების iPad-ებს დაამზადებენ. ამ საქმიანობით კომპანია Myohyang IT Company დაკავდება, რომელმაც პირველი პარტია უკვე გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ სიახლე ორიგინალისგან არ განსხვავდება და მას სახელწოდებაც მსგავსი - Ryonghung IPad მიანიჭეს.
საკმაოდ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც Nokia-მ ახალი სმარტფონები წარადგინა, თუმცა ამ დრომდე გაყიდვაში მხოლოდ Nokia 6 გამოვიდა. რამდენიმე ქვეყანაში Nokia 3-ზე, 5-სა და 6-ზე წინასწარი შეკვეთების მიღება ცოტა ხნის წინ დაიწყო. არსებული ინფორმაციით, წლის ბოლომდე მათი შეძენა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შესაძლებელი იქნება.
კომპანიამ Olixar შექმნა iPhone 7-ისა და 7 Plus-ის შალითა სპინერით. სიახლის კორპუსი პლასტიკისაა და მასზე არსებულ სპეციალურ სამაგრზე მაგრდება სპინერი. მისი გამოერთება ნებისმიერ მომენტში შესაძლებელია, რათა სათამაშომ სმარტფონი მოცულობაში არ გაზარდოს.
Computex 2017-ის გამოფენაზე, ახალი ნოუთბუქი Samsung Notebook 9 Pro წარმოადგინა. სიახლე ორ ვერსიად - 13,3 და 15,6 დიუიმიანი ეკრანით არის ხელმისაწვდომი, მისი სისქე მხოლოდ 17 მილიმეტრს წარმოადგენს და 1,7 კილოგრამს იწონის.
კომპანია TSMC-მა, რომელიც iPhone-ის პროცესორების წარმოებით არის დაკავებული, დაადასტურა ინფორმაცია Apple-ის ახალი სმარტფონის შესახებ, სადაც საუბარია თითის ანაბეჭდის სკანერის შესახებ.
კომპანია Asus-მა ახალი ნოუთბუქი ZenBook Pro დააანონსა. სიახლეს მთლიანად ალუმინის კორპუსი აქვს და ულტრა თხელია - მისი სისქე მხოლოდ 18,9 მილიმეტრს შეადგენს, წონა კი 1,8 კილოგრამს. ამ მაჩვენებლით ის ერთ-ერთ კომფორტულ მოწყობილობადაც სახელდება.
კომპანია Samsung-ის ტაივანურ საიტზე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალი Samsung Galaxy S8 ტრადიციული ფერების გარდა, იისფერ, ლურჯ და ოქროსფერ ფერებში გამოვა.