კომპანია Huawei-მ ახალი ნოუთბუქი MateBook X წარადგინა. სიახლეს 13 დიუიმიანი IPS-ეკრანი აქვს. გამძლე აკუმულატორის წყალობით, ვიდეოს ნახვის რეჟიმში ნოუთბუქი 10 საათიან მომსახურებას გვთავაზობს. სიახლე 1,05 კილოგრამს იწონის.
ანალიტიკური კომპანია Gartner-ის ცნობით, 2017 წლის პირველ ნახევარში სმარტფონების გაყიდვამ 380 მილიონამდე მოიმატა. საერთო ჯამში კი, 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით, ნამატი 9%-ს შეადგენს. წამყვან პოზიციებზე კი კვლავ Samsung და Apple იმყოფებიან, ჩინური კომპანიები Huawei, Oppo და Vivo კი მსოფლიო გაყიდვების თითქმის მეოთხედს შეადგენენ.
კომპანია Ant Financial ჩინეთში გადახდის ახალ, ბიომეტრიული ტექნოლოგიის ჩაშვებას გეგმავს. საუბარია ადამიანის სახის ამოცნობით თანხის გადახდის საშუალებაზე. პროექტის ხელმძღვანელის განცხადებით, ექსპერიმენტული ეტაპი უკვე დასრულებულია და უახლოეს მომავალში მისი პრაქტიკაში გაშვება იგეგმება.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ავსტრალიელ გოგონას Beats-ის ყურსასმენი აუფეთქდა. დაზარალებულს ვინაობის გამხელა არ სურდა, თუმცა ის ფაქტი, რომ მან ხელებისა და სახის დამწვრობა მიიღო, არ დაუმალია.
Lamborghini Alpha One- ეს არის ახალი ლუქს-კლასის სმარტფონი, რომელიც უმაღლესის ხარისხის მასალებისგან არის დამზადებული. სმარტფონის რამდენიმე ელემენტის, მაგალითად, ოქროს ხაზიანი იტალიური ტყავის ნახვა Lamborghini-ს ავტომობილებზეც შესაძლებელია.
კომპანია Meizu-მ წყალგაუმტარი სამგზავრო ჩანთა - Meizu Travel Bag წარმოადგინა. სიახლეს მინიმალისტური დიზაინი აქვს და მისი წონა მხოლოდ 800 გრამს შეადგენს.