მეცნიერებმა პორტატული მეექვსე თითი 3D-პრინტერტით შექმნეს. მოწყობილობა სპეციალური მრიცხველით ფეხის მოძრაობით იმართება. მრიცხველი ფეხსაცმელზეა მიმაგრებული. დამატებით თითს კი დამატებითი ფუნქციები შეუთავსეს: მეტი ტვირთის დაჭერა, სიმებიან მუსიკალურ საკრავზე უფრო მარტივად დაკვრა და ა.შ.
მეცნიერებმა საინტერესო სიახლე - მუსიკა კანისთვის შექმნეს. გამოგონებას Touché ჰქვია და ის 8 ერთეული მცირე მოწყობილობისგან შედგება, რომლებიც სხეულზე და დიჯეის პულტთან მაგრდება. პულტით შესაძლებელია მათი ვიბრაციისა და სიხშირის, ასევე ტემპერატურის მართვა.
კომპანია Nokia-მ თავისი ტელეფონების გლობალური პოპულარიზაცია დაიწყო. თავდაპირველად ხელმისაწვდომი მხოლოდ Nokia 6 იყო და ისიც ჩინეთში. ამჟამად კი სხვადასხვა ქვეყანაში ნელ-ნელა Nokia 3 და Nokia 5 გამოჩნდა.
ხმები Apple-სა და Samsung-ის აალებულ სმარტფონებზე ქსელში საკმაოდ ხშირად ისმოდა უახლოეს წარსულში, თუმცა როგორც ჩანს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა დევაისები სრულიად უსაფრთხოა. ამაში უკანასკნელი ფაქტი დაგარწმუნებთ, რომელიც HTC 10-ის მეპატრონეს შეემთხვა.
იაპონელებმა შექმნეს გაჯეტი, რომლის საშუალებითაც მუსიკის გემოს გაგებაა შესაძლებელი. კომპანია Nomura-მ შექმნა ინოვაციური პროგრამა, რომელიც მუსიკის ბგერებს აანალიზებს და შემდეგ კონკრეტული მელოდიის მიხედვით უნიკალურ კოქტეილს ქმნის.
Computerworld-ის ექსპერტი, მაიკ ელგანი მიიჩნევს, რომ კომპანია Google საიდუმლოდ მუშაობს იმაზე, რომ მსოფლიო სმატფონებისგან გაათავისუფლოს. ის ამტკიცებს, რომ კომპანია არ აპირებს დეტალების გამხელას, რათა სმარტფონების მწარმოებლები არ გაანაწყენოს.
კომპანია Sony-მ სმარტ-საათების Wena Wrist ახალი ვერსია Three Hands Square წარადგინა. სიახლე საკმაოდ უჩვეულოა: სამაჯური, რომელიც ფოლადისგან და ტყავისგან არის შექმნილი, დიოდური ქსოვილებითა და NFC-ის ჩიპით არის აღჭურვილი და მისით გადასახადების გადახდაც არის შესაძლებელი.
ანალიტიკურმა კომპანიებმა NetMarketShare და StatCounter ჩაატარეს კვლევა და 2017 წლის ლიდერი ბრაუზერი გამოავლინეს. პირველ ადგილზე კვლავ Google Chrome იმყოფება.
თანამედროვე სპინერების ნაწილი ელექტრონულია და ისინი მთელი რიგი კომპონენტებით არის აღჭურვილი, მათ შორის არის აკუმულატორი. მწარმოებლების ნაწილს კი, ეკონომიის მიზნით, უხარისხო ბატარეა აქვს დაყენებული, რის გამოც ამ დღეებში მიჩიგანის შტატში კინაღამ ტრაგედია არ დატრიალდა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც სპინერი ნახევარი საათის განმავლობაში იტენებოდა.
ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს უჩვეულო ბიომეტრიული ბეჭედი, რომლის საშუალებითაც კომპიუტერის ჩართვა, ავტომობილის დაქოქვა და მაღაზიაში თანხის გადახდაც შესაძლებელი იქნება.
ზუსტად 10 წლის წინ, Apple-მა თავისი პირველი სმარტფონი გამოუშვა. ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით, კომპანიამ გადაწყვიტა გამოეკვლია, რომელი მოწყობილობა იყო ყველაზე წარუმატებელი ამ დროის განმავლობაში და რომელმა მოუტანა მას ყველაზე ნაკლები მოგება.