კომპანიამ Xiaomi სადებიუტო ყურსასმენი HelloEar Arc. წარმოადგინა. თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ ის უსადენო უნდა ყოფილიყო, თუმცა საბოლოოდ მას 1,2 მეტრიანი სადენი აქვს, რომელზეც განთავსებულია მიკროფონი და სამი ღილაკი.
სან-ფრანცისკოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა სმს-ბოტის - Send me ფუნქცია ჩაუშვა, რომელიც ნახატების საშუალებით გეკონტაქტებათ. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ არის ის, რომ მოთხოვნა ნომერზე 572-51 გაგზავნოთ. შეტყობინება ფრაზას „send me“ და საკვანძო სიტყვას (ფერს, გჰანწყობას ან ემოციას) უნდა შეიცავდეს.
რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა სმარტფონ Geotel G1-ის შესახებ, რომლის დაზიანებაც, ფაქტობრივად, შეუძლებელია. დღეს მის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი - Geotel G1-ს სხვა მოწყობილობების დატენაც შეუძლია, ამისათვის მას სპეციალური USB და microUSB პორტები აქვს, რომლებიც დახურულია და ერთი შხედვით არ ჩანს.
Dell Latitude 7285 — ეს არის 12 დიუიმიანი ტრანსფორმერი-პლანშეტი, რომელიც Windows 10 -ზე მუშაობს. მოწყობილობის ეკრანის გარჩევადობა 2 880 × 1 920 პიქსელია, წინა კამერის მართვა კი ღამითაც შესაძლებელია.
სწრაფი კვების რესტორნების ქსელმა KFC კომპანია Huawei-სთან თანამშრომლობით სმარტფონ Enjoy 7-ის ლიმიტირებული ვერსია შექმნა. კოლაბორაცია ჩინეთში ქსელის 30 წლის იუბილესთან თანამშრომლობით შედგა.
ლატვიელმა დიზაინერმა ბენჟამინ ჰესკინმა iPhone-ის მომდევნო ფლაგმანზე საინტერესო ინფორმაციები გაავრცელა: ახალი iPhone 8 ოთხ ფერში გამოვა, მათ შორის იქნება სრულიად ახალი - სარკის ფერი.
Sony-ს Walkman-ის პლეერები წლების წინ ძალიან პოპულარული იყო. მოგვიანებით, iPod-ის გამოჩენამ „მოკლა“ მუსიკის მოსმენის ყველა სხვა საშუალება და ფაქტობრივად, ამ სფეროში მონოპოლისტიც გახდა.
კორპორაციამ LG გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, სადაც მის ახალ სმარტფონზე, G6 mini-ზე არის საუბარი. ვიდეოში დადასტურდა ადრე გავრცელებული გადაუმოწმებელი ინფორმაცია მოწყობილობის შესახებ:
ფრანგულმა მოდის სახლმა Louis Vuitton-მა თავისი პირველი „ჭკვიანი“ საათი გამოუშვა. სიახლის სახელწოდება Tambour Horizon გახდა და ის Tambour-ის ხაზს განეკუთვნება, რომლის დებიუტიც 15 წლის წინ შედგა.
Volterman - ეს არის ახალი და სრულიად ჭკვიანი საფულე, რომელიც ჯიბის ქურდებისგან დაგიცავთ. გარდა ამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქციისა, საფულე სმარტფონთან არის სინქრონიზირებული და შეუძლია მასში არსებული ფულის დათვლა და შესაბამისი მონაცემების სმარტფონში გადმოგზავნა. ამას გარდა თუ საფულე და გაჯეტი ერთდროულად გიდევთ ჯიბეში, ის თქვენს სმარტფონს დატენის.
ციფრული ვიდეოკამერების მწარმოებელმა კომპანია RED-მა საკმაოდ უცნაური გაჯეტის გამოსვლა დააანონსა. სიახლეს Hydrogen One ჰქვია და ის მსოფლიოში პირველ ჰოლოგრაფიულ სმარტფონს წარმოადგენს და მისი მაქსიმალური ეფექტურობისთვის აუცილებელია შლემი ან სათვალე გეკეთოთ.
Google Earth-მა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვირტუალური ექსკურსიები მოაწყო. პროექტი სკოლის მოსწავლეებზე არის ორიენტირებული, თუმცა ის დიდებსაც დააინტერესებს. ექსკურსია განყოფილებაში Voyager არის დამატებული და მისი შემქმნელების აზრით, ტურები მასწავლებელს საგნის უკეთ ახსნაში, ხოლო მოსწავლეებს - გაგებაში დაეხმარება.