LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: 10 ყველასთვის საყვარელი სასიყვარულო სიმღერა 90-იანებიდან

123
page

90-იანი წლები მუსიკის ისტორიაში ბრიტ-პოპის აღმავლობის ეპოქაა, თუმცა, სწორედ ამ პერიოდს უკავშირებენ ყველა დროის ყველაზე რომანტიკული სასიყვარულო სიმღერების შექმნას. fortuna.ge დღეს სწორედ 90-იანებში შექმნილ 10 რომანტიკულ ჰიტს გაგახსენებთ.

პირველ ადგილზეა რობი უილიამსის მიერ შესრულებული სიმღერა She’s the One, რომელიც 1997 წელს გამოვიდა, ეს რობის N1 სინგლი და ბრიტანული დაჯილდოვების აბსოლუტური ტრიუმფატორი გახდა.

მაგალითად Simply Red-ის ალბომი ამავე სახელწოდებით 1991-92 წლებში ნამდვილ კლასიკად იქცა, განსაკუთრებულად პოპულარული კი სიმღერა Stars გახდა, რომელიც ჩვენს ჩამონათვალში მეორე ადგილზეა.

Something About the Way You Look Tonight გახლავთ სიმღერა ელტონ ჯონის რიგით 25-ე სტუდიური ალბომიდან The Big Picture. თავად სიმღერა წარმოადგენს ახალ ვერსიას ცნობილი ჰიტისა Candle in the Wind, რომელიც პრინცესა დიანას ხსოვნას მიეძღვნა. დღემდე ეს სიმღერა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ჰიტია.

90-იანების ყველზე პოპულარული ფილმისთვის „გულთან ახლოს“ მთავარი საუნდტრეკი დაიან ვორენმა დაწერა. სიმღერას ჰქვია Because You Loved Me და მას სელინ დიონი ასრულებს. თავად ვორენი ამბობს, რომ ასეთ წარმატებას არ ელოდა, რადგან სიმღერა მან თავის მამას მიუძღვნა.

რაც შეეხება ჰიტს Love Is All Around, რომელიც ამავე ჩამონათვალში საპატიო ადგილს იკავებს, ის თავდაპირველად ეკუთვნოდა ბრიტანულ ჯგუფს the Troggs, თუმცა რამდენად გასაკვირიც არ უნდა გახდეს, სიმღერის ყველაზე პოპულარული ვერსია ეკუთვნის ჯგუფს  Wet Wet Wet, რომელმაც სიმღერა 1994 წელს ფილმისთვის „ოთხი ქორწილი და ერთი დასაფლავება“ გადაამღერა.

სიყვარულსა და 90-იანებზე საუბრისას, გვერდს ვერ ავუვლით შინეიდ ოქონორის სიმღერას Nothing Compares 2 U,რომელიც ამავდროულად ყველა დროის ყველაზე დეპრესიულ სიმღერად ითვლება. მისი ავტორი პრინსია და სწორედ ამ სიმღერამ მოუტანა ოქონორს საქვეყნო აღიარება.

უკვე 1996 წელს წამყვანი რადიოსადგურების ეთერს იპყრობს ტონი ბრექსტონის სიმღერა Un-Break My Heart. შესრულების გასაოცარმა მანერამ, მელოდიამ, ტექსტმა, კლიპმა ისე მონუსხა საზოგადოება, რომ 90-იანებში ყველა, დიდი თუ პატარა სწორედ ამ სიმღერას მღეროდა. პირველმა სინგლმა ტონი ბრექსტონს არნახული აღიარება მოუტანა, ის „გრემის” გამარჯვებულიც გახდა.

იმის მიუხედავად, გვიყვარდა თუ არა ჯგუფი Take That, ყველას გვახსოვს სიმღერა A Million Love Songs, რომელიც მეექვსე სინგლია მათი სტუდიური ალბომიდან Take That & Party.

განსაკუთრებულად გვახსენდება ყველას როქსეტის It Must Have Been Love, რომელიც სპეციალურად შეიქმნა ფილმისთვის „ლამაზმანი“ და მალევე იქცა ყველა დროის ყველაზე კომერციულ სინგლად.

ალბათ ნებისმიერი თქვენგანი, კითხვაზე, რომელი სიმღერა გახსენდებათ ყველა დროის ყველაზე რომანტიკული სიმღერების კატეგორიიდან, დაასახელებთ  Boyz II Men-ის ჰიტს End of the Road. ეს სიმღერა თავის დროზე დაიწერა ედი მერფის ფილმისთვის „ბუმერანგი“, თუმცა მალე ისეთი პოპულარული გახდა, რომ როგორც საუნდტრეკი, სიმღერა არავის გახსენებია.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები