LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2019 Brit Awards: გამარჯვებულთა სრული სია (ფოტო)

159
10073562-0-image-a-123_1550706724641

ლონდონში, 39-ე Brit Awards გაიმართა. საღამოს ტრიუმფატორები The 1975 და კელვინ ჰარისი გახდნენ.

ინგლისური პოპ როკ ბენდი, რომელიც 2002 წელს მანჩესტერში ჩამოყალიბდა, ,,წლის ბრიტანული ალბომისა” და ,,ბრიტანული ჯგუფის” ნომინაციებში გამარჯვებულად დასახელდა.35 წლის შოტლანდიელი დიჯეი, ,,წლის ბრიტანელ პროდიუსერად” აღიარეს, კოლაბორაციისთვის One Kiss დუა ლიპასთან კი ,,წლის ბრიტანული სინგლისთვის” დააჯილდოვეს.

,,წლის ბრიტანულ ვიდეოდ” Little Mix-ისა და ნიკი მინაჟის დუეტის Woman Like Me კლიპი აღიარეს.

,,ბრიტანელ მამაკაც სოლო შემსრულებლადჯორჯ ეზრა, ,,ბრიტანელ ქალ სოლო შემსრულებლად” კი ჯორჯა სმიტი ცნეს.

,,ბრიტანულ აღმოჩენად” ტომ უოლკერი იქცა.

ჯილდოები ,,საერთაშორისო მამაკაცი სოლო შემსრულებლის”, ,,საერთაშორისო ქალი სოლო შემსრულებლისა და ,,საერთაშორისო ჯგუფის” კატეგორიებში, დრეიკს, არიანა გრანდესა და ,,კარტერებს” გადასცეს, რომლებიც საღამოზე არ იმყოფებოდნენ.

ბიონსემ და ჯეი-ზიმ „მონა ლიზა“ მეგან მარკლის პორტრეტით ჩაანაცვლეს (ვიდეო)

ცალკე აღნიშვნის ღირსია ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაციის სპეციალური პრემიები. წელს ,,გლობალური წარმატებაედ შირანს, ,,მუსიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი” კი, პინკს დაუფასეს.

პინკის გამოსვლისას სცენაზე წვიმა წამოვიდა (ვიდეო)

შეგახსენებთ, რომ Brit Awards-ს „გრემის” ბრიტანულ ანალოგს უწოდებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები