LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადელმა თვითიზოლაციაში მეოთხე ალბომზე მუშაობა დაიწყო

86
safe-image

პანდემიის მეორე ტალღის შედეგად, ლონდონში კვლავ კარანტინი გამოცხადდა. 32 წლის მომღერალი, ადელი ამერიკიდან მშობლიურ ლონდონში დაბრუნდა და გადაწყვიტა, რომ კარანტინის პერიოდი მე-4 ალბომის დასასრულებლად გამოიყენოს. ამის შესახებ პრესას ინსაიდერმა აცნობა. სანდო წყაროს ინფორმაციით ადელს ყველანაირი პირობა აქვს იმისათვის, რომ ახალი ალბომი დაასრულოს. მისი გამოსვლა მომავალ წელს იგეგმება.

სხვათა შორს, ადელის პირად ცხოვრებაში კვლავ სიმშვიდემ დაისადგურა. გასულ თვეს ვარსკვლავმა რეპერ სკეპტასთან რომანი უარჰყო, ასე რომ მისი გული კვლავინდებურად თავისუფალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები