LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახალგაზრდა მოდელების დევნაში მობერდა“ – 48 წლის ლეონარდო დიკაპრიო იახტაზე ნავარდობს

204
page

„კანის ფესტივალის“ დამღლელი და დატვირთული დღეების შემდეგ, ლეონარდო დიკაპრიომ დასასვენებლად სარდინიის კუნძულს მიაშურა. მოგეხსენებათ, 48 წლის მსახიობი ყველაზე კარგად თავს იახტაზე, ახალგაზრდა გოგონების გარემოცვაში გრძნობს. პაპარაცებმა ის მეგობრებთან და ულამაზეს მოდელთან ერთად გადაიღეს, რომელსაც საკმაოდ პიკანტური ბიკინი ამშვენებდა.

ლეო ხან ცურავდა, ხან მზეს ეფიცხებოდა, ხანაც, მხედველობის სათვალით ტელეფონს „სქროლავდა“. ფოტოებს უამრავი სახალისო კომენტარი მოჰყვა.

„ახალგაზრდა მოდელების დევნაში მობერდა“, „მხედველობის სათვალეში ასაკოვან მამაკაცს ჰგავს“ , „რა განცხრომაშია“,„ეს გოგო ლეოს მორიგი გატაცებაა?“, – წერენ კომენტარებში.

„ვცეკვავდი და უეცრადა დავინახე მამაკაცი, რომელიც თვალს ვერ მწყვეტდა“ – რა მეთოდით აბამს ლეონარდო დიკაპრიო ახალგაზრდა მოდელებს „სასიყვარულო ბადეში“

გვინეტ პელტროუ ის ერთადერთი ქალია, რომელმაც ლეონარდო დიკაპრიოს სასიყვარულო კავშირზე უარი უთხრა

„ერთი გასროლით ორი ქალღმერთი“ – ლეონარდო დიკაპრიო ჯიჯი ჰადიდსა და მაია ჯემას ერთდროულად ხვდება?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები