LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამდენი დღის შემდეგ, ერთ ღამეში დავიცალე…“ – „რეზო და ბავშვების“ ახალი სიმღერის, „ღამის მიმდევრების“ პრემიერა „ფორტუნა პლუსში“

223
page

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „დიდი რელიზის“ სტუმარია ჯგუფ „რეზო და ბავშვების“ სოლისტი, რეზო ბლიაძე, რომელმაც ახალი სიმღერა, „ღამის მიმდევრები“ დააპრემიერა. ცნობისთვის, ჯგუფის კონცერტი“ 2 დეკემბერს, „ვახტანგ სალარიძის სახელობის“ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

რა სიახლეები გაქვს?

ვემზადებით ხვალინდელი კონცერტისთვის. სიახლეებიც გვაქვს, მოქმედებაში ვართ, ვცხოვრობთ, ე.ი ვმუშაობთ. ჩვენ ასეთი ბენდი ვართ… 24 საათის განმავლობაში სხვა მილიონ საქმესთან ერთად ვმუშაობთ. ზოგჯერ ვერც იფიქრებ, რომ სიმღერა შეიძლება გაჩნდეს, არადა თურმე ეს სიმღერა შენშია. აი ახლაც, რა სიმღერაც მოგიტანეთ, მასში არის ასეთი ტექსტი, „ამდენი დღის შემდეგ, ერთ ღამეში დავიცალე“, სიმღერას ჰქვია „ღამის მიმდევრები“ და ამით თითქოს ყველაფერი ნათქვამია, ჩვენს ინსპირაციებზეც ნამღერია, ჩვენს სურვილებზეც, განწყობებზეც, სენტიმენტებზეც. ასე მგონია, რომ ამ სიმღერას ელოდნენ ჩემგან. არცერთი სიმღერისთვის არ მისურვებია ასეთი წარმატება, როგორც ამისთვის. ამით მინდა ვთქვა, რომ არაფერი დაუსრულებელი არ არსებობს, არც ცუდად ყოფნა და არც დეპრესია. ბევრი ორაზროვანი ტექსტია და იდეა. მუსიკისა და ტექსტის ავტორიც მე ვარ. ვიდეო გადავიღეთ უკვე, თუმცა არ ვჩქარობთ ამ ვიდეოს დადებას. პრემიერა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში შედგება.

სხვანაირი ჟღერადობა აქვს თქვენ ახალ სიმღერებს…

ჩვენს სიმღერებში კარგა ხანია შეიცვალა ჟღერადობა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ჩვენი სიმღერების კეთებაში აქტიურად ჩაერთო პაატა სილაგაძე. ყველა სიმღერა ინდივიდუალურად არის დამუშავებული. რაც ვართ, ეს ვართ. სხვათა შორის, მე ვიცი ერთი ქალბატონი, რომელსაც უთქვამს, რომ დეპრესიიდან „რეზო და ბავშვების“ სიმღერებმა გამომიყვანეს დეპრესიიდანო. ამიტომ, გელოდებით 2 დეკემბერს, ვახტანგ სარალიძის დარბაზში, ბელიაშვილის 68 ნომერში, ეს იქნება აბსოლუტურად სხვანაირი კონცერტი. ასეთი მასშტაბური კონცერტი არ გვქონია ჯერ. შესრულდება ბევრი საავტორო სიმღერა, ჩვენ გვინდა, რომ 2023 წელი ჯგუფისთვის იყოს საავტორო სიმღერების წელი. მინდა, რომ მივაწვეთ ბოლომდე ქართულ ენაზე დაწერილ სიმღერებს.

რა გეგმები გაქვთ ახალ წელს?

იქნება ძალიან ბევრი კონცერტი, 20 დეკემბრიდან ათამდე კონცერტი უკვე დაგეგმილია, თბილისში, მესტიაში, მარნეულში, ლენტეხში…. ასევე იანვარში მივდივართ პოლონეთში.

ვიდეო: „რეზო და ბავშვების“ ახალი კლიპი სიმღერაზე „დაელოდები“ – ჯგუფი 2 დეკემბერს კონცერტს ატარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები