და აი, 17 წლის შემდეგ 52 წლის ჯენიფერ ლოპესი თავისი ცხოვრების მთავარ სიყვარულზე, 49 წლის ბენ აფლეკზე მეორედ დაინიშნა. ამის შესახებ დასავლური მედია აქტიურად წერს. საქმე ისაა, რომ ჯეი ლო ქალიშვილთან ერთად ავეჯის მაღაზიაში იმყოფებოდა, მას თითზე უზარმაზარი ბრილიანტის, ნიშნობის ბეჭედი ეკეთა. აღსანიშნავია, რომ ბენი რამდენიმე თვის წინ საიუველირო მაღაზიაში გადაიღეს, გარდა ამისა, წყვილმა უკვე სახლიც შეიძინა, ასე რომ ყველაფერი ჰოლივუდის ერთ-ერთი ულამაზესი წყვილის ქორწინებამდე მიდის.
ქორწილის რეპეტიცია – ჯეი ლო წითელ ხალიჩაზე საქორწინო კაბით გამოჩნდა, ბენი თავს კვლავ ვერ იკავებს
შეგახსენებთ, ჯეი ლო და ბენი 2003 წელს დანიშნულები იყვნენ, თუმცა მათ დაქორწინება გადაიფიქრეს. ვნახოთ, ამჯერად თუ გაიმარჯვებს ჭეშმარიტი სიყვარული, რომელიც მრავალი წლის წინ დაიწყო.
ქორწილის რეპეტიცია – ჯეი ლო წითელ ხალიჩაზე საქორწინო კაბით გამოჩნდა, ბენი თავს კვლავ ვერ იკავებს
ფოტო/ვიდეო: როგორ დაიწყო ყველაფერი – „ბენიფერის“ „სიყვარულის ქრონოლოგია“