არნოლდ შვარცენეგერის ვაჟი, 29 წლის კრისტოფერი ძმის, პატრიკის იუბილეზე, მალიბუზე გამართულ წვეულებაზე გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ყმაწვილი შეუდარებლად გამოიყურება, მისმა სხეულმა არნახული ტრანსფორმაცია განიცადა. მან წონაში ძალიან დაიკლო და ახლა მისი ცნობა მართლაც შეუძლებელია. ფოტოები ინტერნეტსივრცეში ვირუსულად ვრცელდება
კრისტოფერმა საკუთარ გარეგნობაზე ინტენსიური ზრუნვა 2 წლის წინ დაიწყო და შედეგმა მართლაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.