54 წლის ჯენიფერ ლოპესმა მილიონობით „ინსტაგრამ“ გამომწერი უახლესი ფოტოებით გაანებივრა. ვარსკვლავმა იტალიური ბრენდის, Intimissimi -ის ახალი თეთრეული მოირგო და კიდევ ერთხელ დაიმსახურა საზოგადოების აღფრთოვანება. ეს გახლდათ შავი თეთრეული თეთრი მაქმანებით.
„როდესაც გგონია, რომ ყველაფერი რიგზეა, სხვა დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს“, – ასე დაასათაურა ცხელი ფოტოები ჯეი ლომ, რომელსაც როგორც ყოველთვის უამრავი კომენტარი მოჰყვა.
„ბენ, ხომ კარგად ხარ?“, „სრულყოფილებაა ეს ქალი“, „ბენ, შენ უღებ?“, – წერენ კომენტარებში.
ამღერებული „ბენიფერი“ – ჯეი ლომ ბენ აფლეკს იუბილე უსაყვარლესი ვიდეოთი მიულოცა