ჯენიფერ ლოპესის 227 მილიონი გამომწერი აღშფოთებულია. საქმე ისაა, რომ მან სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში, „ფეისბუკსა“ და „ინსტაგრამზე“ ყველა ფოტო წაშალა, პროფილის ფოტოებად კი შავი ფონი დააყენა. გვერდზე დარჩა მხოლოდ JLO-ს ვებსაიტის ბმული.
აღნიშნულმა ქმედებამ უამრავი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ბევრი ფიქრობს, რომ ეს ქმედება, მეუღლესთან, ბენ აფლეკთან უთანხმოებითაა გამოწვეული. ბევრის აზრით ამაში გასაოცარი არაფერია და მან უბრალოდ სოციალური ქსელებისგან დასვენება გადაწყვიტა.
„ბენი ხომ კარგადაა?“, „ნუთუ ბენმა რამე ჩაიდინა“, „უბრალოდ აღარ სურს სოციალურად აქტიური იყოს“, – წერენ კომენტარებში.
ჯეი ლოს შინდისფერი „ლუქი“ შემოდგომის დღისთვის – „ბენიფერი“ საყიდლებზე გადაიღეს
გახანგრძლივებული თაფლობის თვის სინდრომი – ჯეი ლო ბენთან გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს