მიუხედავად იმისა, რომ ბენ აფლეკს დიდად არ ხიბლავს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, როგორც ჩანს, ჯეი ლომ ის მაინც დაითანხმა და წყვილი საღამოს გასართობად გაეშურა. „ბენიფერი“ Peppermint Club-იდან გამოსვლის დროს გადაიღეს.
შავ კოსტიუმში გამოწყობილმა ბენმა მეუღლეს მანქანის კარი თავაზიანად გაუღო. ამ დღეს ჯეი ლოს ჯინსის თავისუფალი შარვალი და მაღალ პლათფორმიანი ფეხსაცმელი ეცვა, მის „ლუქს“ კი ფუმფულა მანტო ასრულებდა.
„ბენი შეზარხოშდა“, „ბენი სახე უცვლელია“, „სახეზე ეტყობათ, რომ რაღაც რიგზე ვერ აქვთ“, – წერენ კომენტარებში.
„სერიიდან მგლოვიარე სახეები” – ჯეი ლოს და ბენ აფლეკის უქმეები
ცნობისთვის, გასულ კვირას ინტერნეტსივრცეში ინსაიდერის ვრცელი განცხადება გავრცელდა. წყაროს ცნობით, ჯეი ლო ბენს ექს-მეუღლესთან, ჯენიფერ გარნერთან ინტენსიურ კონტაქტს უკრძალავს.