LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბილი პორტერი ფილმს გადაიღებს – არტისტი სარეჟისორო დებიუტისთვის ემზადება

190
page

„ემის” მფლობელი მსახიობი, ბილი პორტერი სარეჟისორო დებიუტისთვის ემზადება, ის კინოსტუდია Orion Pictures-თან თანამშრომლობით ფილმს გადაიღებს. ეს იქნება თინეიჯერული დრამა. ფილმის სიუჟეტი სკოლის მოსწავლის ირგვლივ ვითარდება, რომელსაც არატრადიციული ორიენტაციის გოგონა შეუყვარდება, ამის შესახებ ის ფარული ანგარიშის საშუალებით გაავრცელებს ინფორმაციას, ინტერნეტ მომხმარებლები კი წყვილს ურთიერთობის განვითარებაში ეხმარებიან.

„მე საოცრად აღელვებული ვარ, ჰოლივუდის ახალ სივრცეში მოხვედრით. ბედინიერი ვარ, რომ ადამიანის ყველანაირი ცხოვრებისეული ისტორიის გადმოცემა შემიძლია“ – აცხადებს ბილი პორტერი.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს ინფორმაცია გავრცელდა, რომ ახალ „კონკიაში“ 50 წლის ბილი პორტერი ფერიის როლს მოირგებს. ფილმის გამოსვლა მომავალ წელსაა დაგეგმილი.

„მაგიას სქესი არ გააჩნია“ – განაცხადა არტისტმა.

 „მაგიას სქესი არ გააჩნია“ - ბილი პორტერი ახალ „კონკიაში“  ნათლია ფერიად მოგვევლინება

 „მაგიას სქესი არ გააჩნია“ - განაცხადა არტისტმა, როგორც ჩანს, ბილის საზოგადოებისა და გაცხარებული მშობლების რეაქციის სულაც არ ეშინია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები