რიანა ისტორიაში ყველაზე ექსტრავაგანტური და მოდური ორსულია. ბოლო თვეების განმავლობაში ბარბადოსელმა ლამაზმანმა მოახერხა და მსოფლიო კიდევ ერთხელ აალაპარაკა. მიუხედავად მომატებული წონისა, 34 წლის არტისტი პიკანტურ „ლუქებს“ ერთმანეთის მიყოლებით ირგებს და არც სიშიშვლეს ერიდება.
რიანა ბოლო თვეშია – ლამაზმანმა Alaïa-ს იისფერი ორეულით გაინავარდა
ფოტო: „ივ სენ ლორანის“ მინი კაბა ბეწვით – ორსული რიანას ფანტაზიას საზღვარი არა აქვს
ფოტო: ორსული რიანას ტრიუმფალური გამოჩენა „ვალენტინოს“ კაბაში
ორსულობის ბოლო თვეში მყოფმა რიანამ გადაწყვიტა „ვოგის“ საოცარ ფოტოსესიაში მიეღო მონაწილეობა, სადაც უამრავი იმიჯი მოირგო. ფოტოები შთამბეჭდავი გამოვიდა. ის ზოგიერთ ფოტოში თითქმის სრულად შიშველია. მოდურ „ლუქებს“ შორის ერთ-ერთი ყველაზე პიკანტური ალისფერი კომბინეზონია, რომელიც მაქმანებითაა გაფორმებული.
„ჩემი სხეული ახლა გარდამტეხ ფაზაშია და მე არ ვაპირებ ამის მრცხვენოდეს, რატომ უნდა დავმალო სხეული?!,“- აცხადებ რირი.