ბიონსეს საკულტო ტურნეს, Renaissance-ის ფილმის „ტრეილერი“ გავრცელდა. ის ბიონსესა და მისი შვილის, რუმის ვიდეოთი იწყება. ტრეილერში არამხოლოდ კონცერტის ნაწყვეტები ჩანს, არამედ კადრს მიღმა სცენებსაც.
„ჩემს ცხოვრებაში აღარავისთვის აღარაფერი დამრჩა დასამტკიცებელი“, – ამბობს ვარსკვლავი ვიდეოში.
ფილმის პრემიერა 1-ელ დეკემბერს შედგება.
ცნობისთვის, ბიონსემ ეპოქალური ტურნე Renaissance დასრულდა. ბოლო კონცერტი 1-ელ ოქტომბერს მისურიში, კანზას სიტიში გაიმართა. ეს იყო დაუვიწყარი პერფორმანსების, ფეიერვერკებისა და ფერების ზეიმი. არტისტმა ტურნეს ფარგლებში 39 ქალაქსა და 17 ქვეყანაში 56 კონცერტი ჩაატარა. ეს ვარსკვლავისთვის მეცხრე მსოფლიო ტურნე იყო.
ბიონსეს ეპოქალური ტურნე Renaissance დასრულდა – ველით გასაოცარ მონაცემებს
ვიდეო: „ბიონსე ყველას აერთიანებს“ – ბიონსეს კონცერტზე აცეკვებული პედრო პასკალი