LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენთან ახლა სამჯერ მეტი ადამიანი იყო“ – ჯეი ლო გვიყვება, როგორ გაატარა შობა ბენთან ერთად

145
Untitled

ჯეი ლომ და ბენმა ცოლ-ქმრის სტატუსით წელს შობა პირველად აღნიშნეს. 53 წლის ჯეი ლომ სადღესასწაულო ფოტოები გაავრცელა და „გუჩის“ კაბაში გამოწყობილმა გამომწერებს შობის დღესასწაული მიულოცა. ახლა კი მისი ინტერვიუ გავრცელდა, სადაც მისის აფლეკი გვიყვება, თუ როგორ გაატარა შობა ბენთან ერთად.

„ჩვენთან ახლა სამჯერ მეტი ადამიანი იყო და დილით გაორმაგებული ქაოსი სუფევდა“ – იხსენებს ჯეი ლო.

მან ასევე აღნიშნა, რომ წლევანდელი შობის თემატიკა ფრინველ კოლიბრს მიეძღვნა.

„ჩემთვის კოლიბრი სიყვარულის სიმბოლოა, ისინი საოცრად მოძრავები არიან, შეუძლიათ იფრინონ წინ, უკან, ზევით და ქვევით. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ კოლიბრი ჩვენი წლევანდელი სიმბოლო იქნებოდა“, – აცხადებს ლოპესი.

შობა ორ ჯენიფერთან ერთად – „ბენიფერი“ შობის აღნიშვნას „ექსებთან“ ერთად გეგმავს

მზრუნველი ბენი – „ბენიფერი“ და 14 წლის მაქსი საყიდლებზე გადაიღეს

 

View this post on Instagram

 

A post shared by Jennifer Lopez (@jlo)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები