24 ივლისს ჯენიფერ ლოპესს 54 წელი შეუსრულდა. ახლახან არტისტმა სოციალურ ქსელში ფოტოების სერია გაავრცელა. მან იუბილე ახლად შეძენილ სახლში, მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში გაატარა.
ერთ-ერთ ფოტოზე ის მაგიდაზე დგას და ცეკვავს, სწორედ აღნიშნულმა ფოტომ დაიმსახურა ყველაზე დიდი მოწონება გამომწერებში.
„ცხოვრება 50 წლიდან იწყება“, „უბერებელი ხარ“, – წერენ კომენტარებში.
მოგვიანებით საყვარელი ქალის ფოტო ბენ აფლეკმა „ინსტაგრამ სთორიში“ გაავრცელა და საზოგადოებას მოლოცვებისთვის გულითადი მადლობა გადაუხადა.
საქორწინო კონტრაქტი მზადაა? – „ბენიფერს“ სახეზე ყველაფერი ეტყობა – წყვილის უახლესი ფოტოები
ბენ აფლეკზე გაბრაზებულმა ჯენიფერ ლოპესმა, პაპარაცებს აგინა