რამდენიმე კვირის წინ, ცნობილი გახდა, რომ დეპი-ჰარდის სკანდალური სასამართლო პროცესების შესახებ ფილმს იღებენ. და აი, ჯონი დეპის გამარჯვებიდან რამდენიმე თვეში ფილმის, „ცხელი მზერა:დეპი/ჰარდის სასამართლო“ (Hot Take: The Depp/Heard Trial) პირველი „თრეილერიც“ გავრცელდა.
დეპი-ჰარდის სკანდალური სასამართლო პროცესის მიხედვით ფილმს გადაიღებენ
აღსანიშნავია, რომ მსახიობები, მარკ ჰაპკა და მეგან დევისი, რომლებიც წყვილის როლს თამაშობენ, თავიანთ გმირებს საოცრად ჰგვანან. რამდენიმე საათის წინ გავრცელებული „თრეილერით“ თუ ვიმსჯელებ, წინ საოცრად დაძაბული, დრამატული და საინტერესო სანახაობა გველოდება. პრემიერის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.