რამდენიმე საათის წინ, ქსელში ,,ოქროს ჟოლოს” ნომინანტთა სია გამოქვეყნდა. გაირკვა, რომ ანტი-ჯილდოს მოპოვების ყველაზე დიდი შანსი გასულ წელს გამოსულ ისეთ კინოსურათებს აქვთ, როგორებიცაა: ,,გოტის კოდექსი”, ,,ბედნიერი პერიოდის მკვლელობები” და ,,ჰოლმსი & უოტსონი”. საერთო ჯამში, სამივე ნამუშევრი 6 ნომინაციაში გამარჯვებისთვის იბრძოლებს.
აღსანიშნავია, რომ ,,ყველაზე ცუდი მსახიობი მამაკაცის” ნომინაციაში ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი წარადგინეს, რომელიც ფილმებში ,,ნაციის სიკვდილი” და ,,ფარენგეიტი 11/9” საკუთარ თავს თამაშობს. ამავე ნომინაციაში ჯონი დეპსაც ვხვდებით, რომლის ხმა ,,შერლოკ გნომისთვის” ასევე ცუდად შეფასდა.
39-ე ,,ოქროს ჟოლოს” დაჯილდოების ნომინანტთა სრული ჩამონათვალი ასეთია:
ყველაზე ცუდი ფილმი
,,გოტის კოდექსი”
,,ბედნიერი პერიოდის მკვლელობები”
,,ჰოლმსი & უოტსონი”
,,რობინ ჰუდი”
,,ვინჩესტერი”
ყველაზე ცუდი რეჟისორი
ითან კოენი – ,,ჰოლმსი & უოტსონი”
კევინ კონოლი – ,,გოტის კოდექსი”
ჯეიმს ფოული – ,,თავისუფლების ორმოცდაათი ელფერი”
ბრაიან ჰენსონი – ,,ბედნიერი პერიოდის მკვლელობები”
მაიკლ და პიტერ სპირიგები – ,,ვინჩესტერი”
ყველაზე ცუდი მსახიობი კაცი
ჯონი დეპი (ხმა) – ,,შერლოკ გნომი”
უილ ფარელი – ,,ჰოლმსი & უოტსონი”
ჯონ ტრავოლტა – ,,გოტის კოდექსი”
დონალდ ტრამპი – ,,ნაციის სიკვდილი” და ,,ფარენგეიტი 11/9”
ბრიუს უილისი – ,,სიკვდილის წყურვილი”
ყველაზე ცუდი მსახიობი ქალი
ჯენიფერ გარნერი – ,,პიტნა”
ემბერ ჰერდი – ,,ლონდონის ველები”
მელისა მაკკარტი – ,,ბედნიერი პერიოდის მკვლელობები” და ,,უდიპლომო დედიკო”
ჰელენ მირენი – ,,ვინჩესტერი”
ამანდა სეიფრედი – The Clapper
ყველაზე ცუდი მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცი
ლუდაკრისი – ,,სუპერ აგენტი ძაღლები”
ჯეიმი ფოქსი – ,,რობინ ჰუდი”
ჯოელ მაკჰეილი – ,,ბედნიერი პერიოდის მკვლელობები”
ჯონ კრისტოფერ რაილი – ,,ჰოლმსი და უოტსონი”
ჯასტის სმიტი – ,,იურიული პერიოდის სამყარო: დაცემული სამეფო”
ყველაზე ცუდი მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი
კელიენ კონუეი – ,,ფარენგეიტი 11/9”
მარსია გეი ჰარდენი – ,,თავისუფლების ორმოცდაათი ელფერი”
კელი პრესტონი – ,,გოტის კოდექსი”
ჯაზ სინკლერი – ,,სლენდერმენი”
მელანია ტრამპი – ,,ფარენგეტი 11/9”
ყველაზე ცუდი საეკრანო დუეტი
სათამაშოებისა და ადამიანების ნებისმიერი გაერთიანება – ,,ბედნიერი პერიოდის მკვლელობები”
ჯონი დეპი და მისი კარიერული დაღმასვლა – ,,შერლოკ გნომი”
უილ ფარელი და ჯონ კრისტოფერ რაილი – ,,ჰოლმსი & უოტსონი”
კელი პრესტონი და ჯონ ტრავოლტა – ,,გოტის კოდექსი”
დონალდ ტრამპი და მისი გაუთავებელი მეწვრილმანეობა – ,,ერის სიკვდილი” და ,,ფარენგეიტი 11/9”
ყველაზე ცუდი პრიქველი, რიმეიქი, პაროდია ან სიქველი
,,ერის სიკვდილი”
,,სიკვდილის წყურვილი”
,,ჰოლმსი & უოტსონი”
,,ზღვის ურჩხული”
,,რობინ ჰუდი”
ყველაზე ცუდი სცენარი
,,ერის სიკვდილი”
,,თავისუფლების ორმოცდაათი ელფერი”
,,გოტის კოდექსი”
,,ბედნიერი პერიოდის მკვლელობები”
,,ვინჩესტერი”
შეგახსენებთ, რომ ,,ოქროს ჟოლოს” დაჯილდოება, ყოველწლიურად ,,ოსკარების” წინ, ერთი დღით ადრე იმართება.