LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკრანებიდან 20 წლიანი გაუჩინარების შემდეგ 58 წლის ბრიჯიტ ფონდას ცნობა შეუძლებელია – 90-იანი წლების ლამაზმანის პირველი გამოჩენა

451
page

90-იანი  წლების ლამაზმანი, მსახიობი, ბრიჯიტ ფონდა ეკრანებიდან 20 წლის წინ გაქრა. ის არც პაპარაცების ობიექტივში მოხვედრილა. რამდენიმე საათის წინ ვარსკვლავი ლოს-ანჯელესის ქუჩებში გამოჩნდა და მისი ცნობა შეუძლებელია. 58 წლის მსახიობი წონაში ძალიან არის მომატებული. ბრიჯიტს ზოლიანი მაისური და შავი შარვალი ეცვა. მის „ლუქს“ მხედველობის სათვალე ასრულებდა.

ცნობისთვის, ფონდას მონაწილეობით უკანასკნელი ფილმები 2002 წელს გამოვიდა. მან კინოკარიერა  გათხოვების შემდეგ მიატოვა. ბრიჯიტის კინოდებიუტი  ხუთი წლის ასაკში შედგა. იგი პირველად გამოჩნდა ეკრანზე მამასთან ერთად ფილმში, „უდარდელი მხედარი“.

მსახიობის პირველი შესამჩნევი გამოჩენა კი შედგა ფილმში „სკანდალი“, სადაც მთავარ როლს ჯონ ჰარტი ასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები