LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემა სტოუნი ბოიფრენდთან ერთად პირველად გამოჩნდა (ფოტო)

9066238-0-image-a-62_1548647632458

ხმები ემა სტოუნისა და დეივ მიკერის რომანის შესახებ, უკვე რამდენიმე წელია დადის, თუმცა პაპარაცების ობიექტივში, წყვილი იშვიათად ხვდება. ამასთან, 33 წლის მსახიობს, საზოგადოების თავშეყრის ადგილებშიც მარტოს ხედავენ.

როგორც ჩანს, ,,ოსკაროსან” მსახიობს საყვარელი მამაკაცის გარეშე სიარული მოსწყინდა, რადგან გუშინ, ის რჩეულთან ერთად, ,,კინომსახიობთა გილდიის” დაჯილდოების ცერემონიალზე გამოჩნდა. საღამოზე სტოუნი ორ ნომინაციაში გამარჯვებისთვის იბრძოდა, თუმცა უშედეგოდ.

აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავები მაგიდასთან გვერდიგვერდ ისხდნენ, კამერების წინ ბედნიერი სახით პოზირებდნენ და კოლეგებს ოვაციებით ამხნევებდნენ.

შეგახსენებთ, რომ ემა სტოუნის პირადი ცხოვრებიდან ცნობილია, სიყვარულის ისტორია  ენდრიუ გარფილდთან, რომელსაც ლამაზმანი 2010-2015 წლებში ხვდებოდა. საგულისხმოა, რომ მაშინ მათ ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ წყვილად მიიჩნევდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები