LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემი ადამსი შეცვლილი იმიჯით – 48 წლის მსახიობმა წონაში მკვეთრად მოიმატა

232
ემი-ადამსი

48 წლის ემი ადამის ამჯერად ახალი ფილმის, ,,ღამის ძაღლის” გადაღებებით არის დაკავებული. მსახიობი პაპარაცებმა გადასაღებ მოედანზე დააფიქსირეს, სადაც ის მორიგ სცენას იღებდა.

ახალი ფოტოებიდან ჩანს, რომ ოსკარზე ნომინირებული მსახიობი საკმაოდ შეცვლილია, ის წონაში საგრძნობლად არის მომატებული, სავარაუდოდ, ახალი როლის გამო. ემის ფოტოებზე ზოლიანი შარვალი და ცისფერი პერანგი აცვია.

ცნობილია, რომ  ფილმი ,,ღამის ძაღლი” არის კინოსურათი საშინელებათა ფილმის ელემენტებით და მასში ემი ადამსის გარდა, მთავარ როლს ჯეისონ რიტერი ასრულებს.

გალ გადოტი, ნატალი პორტმანი, ემი ადამსი და სხვა ვარსკვლავები სიმღერას Imagine ასრულებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები