LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გალ გადოტი, ნატალი პორტმანი, ემი ადამსი და სხვა ვარსკვლავები სიმღერას Imagine ასრულებენ

342
1584629773-5e738b4971398

კორონავირუსმა მსოფლიოს უამრავი ვარსკვლავი გააერთიანა.  მუსიკოსები, მსახიობები და ცნობადი სახეები „ინსტაგრამის“ საშუალებით მიმართვებსა და პერფორმანსებს ავრცელებენ.


„მოდით, ლიმონისგან ლიმონათი გავაკეთოთ და ცხოვრება გავაგრძელოთ“ - მეთიუ მაკკონაჰის ემოციური  მიმართვა კორონავირუსთან დაკავშირებით

„ასეთ გიჟურ პერიოდში, როდესაც ჩვენი საერთო მტერი კორონავირუსია, ჩვენ საკუთარ თავსა და ერთმანეთზე ზრუნვა ყველაზე მეტად გვჭირდება"

თვითიზოლაციისას გალ გადოტი, ნატალი პორტმანი, ემი ადამსი, სია და კიდევ სხვა ვარსკვლავები ჯონ ლენონის ლეგენდარულ Imagine ასრულებენ და კადრებს გვიზიარებენ, თუ რით არიან დაკავებულები სახლში ყოფნისას. საზოგადოების ყურადღების ცენტრში მსახიობი და მომღერალი, ჯარედ ლეტოც მოექცა, რომელმაც ინსტრუმენტალური მოწყობილობების ფოტომასალა გაგვიზიარა. სავარაუდოდ „ინსტაგრამ”  პერფორმანსებს მისგანაც უნდა ველოდოთ.

https://www.instagram.com/p/B92EHIlDKgp/

https://www.instagram.com/p/B95UY5WHbua/?utm_source=ig_embed

შეგახსენეთ, ჯარედ ლეტომ სულ ცოტა ხანია, რაც გაიგო, რომ მსოფლიოში პანდემიაა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ არტისტი 2 კვირით უდაბნოში იყო წასული და მედიტირებდა.

„ახლა გავიგე, რომ კორონავირუსის პანდემიაა“ - ჯარედ ლეტო

„არც ტელეფონი მქონდა, არც ვინმესთან კომუნიკაცია, წარმოდგენა არ მქონდა, თუ რა ხდებოდა. დარჩით სახლებში და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას"

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები