თებერვალში, პერის ჰილტონი დედა პირველად გახდა. არტისტმა სუროგატი დედის მომსახურებით ისარგებლა. ვარსკვლავს და მის მეუღლეს, კარტერ რეუმიმს ვაჟი შეეძინათ, რომელსაც ფენიქსი დაარქვეს.
პერის ჰილტონმა 7 თვის ვაჟის ფოტოები გაავრცელა
ვარსკვლავმა ახლახან „ინსტაგრამზე“ ვაჟთან გადაღებული ფოტოები გაავრცელა.
„ჩემი ძვირფასი ანგელოზი, ფენიქსი პირველად ნიუ-იორკში“, – წერს ვარსკვლავი.
ფოტოებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. კომენტარებში წერდნენ, რომ ბავშვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს და ოჯახს მის ექიმთან მიყვანას ურჩევდნენ.
ჰილტონმა ამ თემასთან დაკავშირებით პირველი კომენტარიც გააკეთა. ის აცხადებს, რომ 8 თვის ფენიქსი სრულიად ჯანმრთელია.
„მსოფლიოში იმდენი ავადმყოფი ადამიანია…. ჩემი ანგელოზი სრულიად ჯანმრთელია. რა თქმა უნდა მე ის ექიმთან მყავდა, მას უბრალოდ დიდი ტვინი აქვს“, – აცხადებს 42 წლის პერისი.
შეგახსენებთ, პერისმა და კარტერ რეუმიმ 2021 წელს იქორწინეს.
„ჩემი გული“ – პერის ჰილტონმა ახალშობილი ვაჟი გამოაჩინა
ფოტო: „ჩემი მარადიულობა იწყება დღეს“ – 40 წლის პერის ჰილტონი გათხოვდა