პარიზში, „მოდის კვირეულის“ ფარგლებში, „ლუი ვიტონის“ ჩვენება გაიმართა, რომელზედაც ცხადია, ლეგენდარული ტოპ-მოდელი, ნაომი კემპბელიც იყო მიწვეული. რატომღაც 52 წლის ვარსკვლავმა ჩვენებაზე დაიგვიანა, რის გამოც ის ლუვრში აღარ შეუშვეს.
ნაომის პრეტენზიები არ გამოუთქვამს, რეგლამენტს დაემორჩილა და ჩვენების დასრულებას გარეთ დაელოდა.
ამ დღეს „შავ პანტერას“ საკმაოდ ექსტრავაგანტური კაბა-მოსაცმელი ამშვენებდა, რომელიც ლურჯ და ვერცხლისფერ ფერებში იყო გადაწყვეტილი.
„ნაომი მზესა სწუნობდა“ – 52 წლის მოდელის შოკისმომგვრელი გამოჩენა „ალექსანდერ მაკქუინის “კომბინეზონში
„შავი პანტერა“ ბრილიანტებში – 52 წლის ნაომი კემპბელი კვლავ უკონკურენტოა