ჰალინა ჰაჩინსის ტრაგიკული გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. ეს პერიოდი ალეკ ბოლდუინისთვის ნამდვილი გამოცდა იყო. მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი. თუმცა, გასულ თვეს ცნობილი გახდა, რომ ბოლდუინსა და ჰაჩინსის ოჯახთან შეთანხმება შედგა. საბედისწერო ფილმის, „ჟანგის“გადაღებები გაგრძელდება, ჰალინას მეუღლე კი ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი გახდა.
წლისთავზე ოპერატორის საფლავზე მისი მეგობრები შეიკრიბნენ. მის მკვლელობაში ბრალდებული მსახიობი კი მხოლოდ ერთ პოსტს დასჯერდა. მან „ინსტაგრამზე“ ჰალინას ფოტო გაავრცელა წარწერით: „ერთი წლის წინ“.
აღნიშნულ პოსტს ინტერნეტსივრცეში მსახიობის კრიტიკა მოჰყვა.
„მხოლოდ ეს სიტყვები საკმარისია?“, „ყველაფერი დაივიწყა“, – წერენ კომენტარებში.