LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადასაღებ მოედანზე მომხდარი ტრაგედიიდან 7 თვის შემდეგ, ფილმის The Rust გადაღებები გაგრძელდება – აიღებს ალეკ ბოლდუინი კვლავ იარაღს ხელში?

175
page

მას შემდეგ, რაც ფილმის, The Rust გადასაღებ მოედანზე ტრაგედია დატრიალდა და ალეკ ბოლდუინის ნასროლმა „ბრმა ტყვიამ“ ოპერატორი, ჰალინა ჰაჩინსის სიცოცხლე შეიწირა, 8 თვე გავიდა. ბევრი ითქვა და ბევრი დაიწერა, თუმცა საბოლოო ვერდიქტი არავის გამოუტანია. გადამღებ კომპანიას ჯარიმის სახით 138 793 დოლარი დაეკისრა. 64 წლის ბოლდუინი კი აცხადებს, რომ მას ჩახმახისთვის თითი არ გამოუკრავს. მეტიც, ის ამბობს, რომ ჰაჩინსის ოჯახს მისთვის ფულის გამოძალვა სურს.

ვიდეო: ალეკ ბოლდუინის რეაქცია, როდესაც გაიგო, რომ მისი იარაღიდან გასროლილმა ტყვიამ ალინა სანჩესის სიცოცხლე იმსხვერპლა

ჯარიმა 138 793 დოლარი – უახლესი დეტალები ალეკ ბოლდუინის საქმეზე

ტრაგიკული შემთხვევიდან მალევე, ბოლდუინი რამდენიმე კინოპროექტზე დაამტკიცეს. ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება და ამას მოწმობს ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაცია.

ირკვევა, რომ ფილმის The Rust გადაღებები გაგრძელდება. პროდიუსერების განცხადებით, ფილმის გადაღება სწორედ იმ მონაკვეთიდან გაგრძელდება, რომელზედაც დაპაუზდა. ჯერჯერობით ამ საკითხზე ალეკ ბოლდუინს კომენტარი არ გაუკეთებია, ასე რომ უცნობია, აიღებს თუ არა კვლავ მსახიობი ხელში იარაღს.

ალეკ ბოლდუინი აცხადებს, რომ ჰალინა ჰაჩინსის ოჯახს მისგან ფულის გამოძალვა სურს

ვიდეო: „ჩახმახისთვის ხელი არ გამომიკრავს“ – ალეკ ბოლდუინი ინტერვიუს დროს ატირდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები