LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს დეჟავუა“ – „მეგობრები“ 27 წლის შემდეგ კვლავ მონიკას სახლში გაერთიანდებიან

127
41201228-0-image-a-83-1617236956395

„მეგობრების“ გულშემატკივრები უკვე საკმაოდ დიდი ხანია სერიალის სპეციალურ ეპიზოდს ელოდებიან, თუმცა, მისი გამოსვლის თარიღმა პანდემიის გამო რამდენჯერმე გადაიწია. ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ გადაღებები გადამწყვეტ ფაზაში შევიდა.

ჯერჯერობით პრემიერის ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის, თუმცა საკულტო სერიალის პროდიუსერმა, გრეკ გრანდემ „ინსტაგრამზე“ სერიალის „თიზერი“ გაავრცელა, მან მეგობრების ბინის ფოტო გაავრცელა. როგორც ჩანს, ყველასათვის საყვარელი ტელე-გმირები მონიკას სახლში გაერთიანდებიან.

„ჩუუ, რაღაც ხდება, ეს დეჟავიუა, ყველაფერი თავიდან იწყება“, – ასე დაასათაურა პროდიუსერმა ფოტო.

ვიდეო: „ემის“ დაჯილდოებაზე სერიალ „მეგობრების“ მსახიობებმა თაყვანისმცემლებს სიურპრიზი მოუწყვეს
სიურპრიზი სერიალის გულშემატკივრებს: „მეგობრების“ რეცეპტების მიხედვით კულინარიული წიგნი გამოვა

შეგახსენებთ, „მეგობრების“ პრემიერა 1994 წელს შედგა, სერიალი 10 სეზონის შემდეგ, 2004 წელს კი დასრულდა. HBO Max-მა კი რამდენიმე თვის წინ დააანოსა, რომ მალე სერიალის სპეციალურ ეპიზოდს გამოუშვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები