LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს სრულიად სხვა სამყაროა“ – კრისი ტაიგენი ინაუგურაციის ემოციებს გვიზიარებს

90
38281936-0-image-a-10-1611186122575

უამრავ ვარსკვლავს შორის, აშშ-ს 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ჯონ ლეჯენდი ოჯახთან, კრისი ტაიგენთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა. დღის ბოლოს 35 წლის კრისიმ „ინსტაგრამზე“ ფოტოები გაავრცელა, რომელშიც ოჯახი კაპიტოლიუმის შენობასთან პოზირებს. მოდელის განცხადებით ის საოცრად მადლიერია, რომ ასეთ ისტორიულ დღეს ვაშინგტონში იყო და ამ ყველაფრის თანამოზიარე გახდა.

„აქ ყოფნა მართლაც წარმოუდგენელია, ეს სრულიად სხვა სამყაროა, მოხარული ვარ, რომ ამ ყველაფრის მომსწრე ფხიზელ მდგომაროებაში ვარ “, – დაწერა კრისიმ.

ცნობისთვის, კრისი ტაიგენმა და ჯონ ლეჯენდა გასულ წელს დიდი ტრაგედია გადაიტანეს, მათ ახალშობილი დაეღუპათ. კრისი დეპრესიაში იმყოფებოდა, სვამდა და გამუდმებით პრეპარატებზე იყო დამოკიდებული, გასულ თვეს კი განაცხადა, რონ იანვრის ბოლოს მდგომარეობიდან საბოლოოდ გამოსვლას და ფხიზლად ყოფნას გეგმავდა.

როგორც ჩანს, ისევე როგორც თითოეული ამერიკელი მოქალაქისთვის, ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტებით კრისი ტაიგენისთვისაც ახალ ცხოვრება დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები