LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ამ როლს კვლავ ვასრულებ“ – კიანუ რივზი „მატრიცა 4“-ის შესახებ

218
safe-image (1)

კორონავირუსის პანდემიის გამო ყველა კინოპროექტი შეჩერდა. მათ შორისაა საკულტო ფილმის, „მატრიცას“ მე-4 ნაწილი, რომელშიც მთავარ როლებს კვლავაც კიანუ რივზი და კერი-ენ მოსი ასრულებენ.

ფილმის ახალი ნაწილის შესახებ მსახიობებმა Empire-სთან ინტერვვიუში ისაუბრეს.

„როცა სცენარი წავიკითხე, გავიფიქრე, რომ ეს ნამდვილი საჩუქარია, მან მე აღმაფრთოვანა“, – განაცხადა  მოსმა.

„ლანა ვაჩოვსკიმ ამ ფილმისთვის შთამბეჭდავი სცენარი შექმნა, ამ ისტორიამ ჩემზე ძალიან იმოქმედა. ესა არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ამ როლს კვლავ ვასრულებ“, – აღნიშნა კიანუ რივზმა

„მატრიცას 4“- ის გადაღებების პროცესი მალე კვლავ აღდგება, ფილმის პრემიერა 2021 წლის 21 მაის შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები