LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Facebook სტუდენტებისთვის ცალკე პლატფორმას აანონსებს

75
facebook-launches-thefacebookno-wait-sorry-facebook-campus-3xfv

სოციალურმა ქსელმა Facebook-მა Facebook Campus დააანონსა, რომელიც კონკრეტულად სტუდენტებისთვის იქნება განკუთვნილი. რაც შეეხება ახალი პროფილის შექმნის ინსტრუქციას, Campus-ის პროფილის შესაქმნელად მხოლოდ უნივერსიტეტის ელ.ფოსტის მისამართი და გამოშვების წლის მითითებაა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ პლათფორმაზე მხოლოდ უნივერსიტეტთან დაკავშირებული სიახლეების ველი იქნება წარმოდგენილი. სტუდენტებს ღონისძიებებისა და ჯგუფების შექმნაც შეეძლებათ, რომლებთანაც წვდომა მხოლოდ მათი უნივერსიტეტის ხალხს ექნება.

Facebook Campus-ის ერთ-ერთი გამორჩეული ფუნქცია Campus directory-ია, ცნობარის საშუალებით სტუდენტები ჯგუფელებსა და კურსელებს  მათი ფაკულტეტის, გამოშვების წლის, არჩეული საგნებისა და ბევრი სხვა კატეგორიის მიხედვით შეძლებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები