52 წლის მსახიობმა, ჯენიფერ ენისტონმა სილამაზის ინდუსტრიაში შეაბიჯა და საკუთარი ბრენდი LolaVie შექმნა. თმის მოვლის საშუალებების ოფიციალური საიტი და გვერდი „ინსტაგრამზე“უკვე არსებობს.
ვარსკვლავი საზოგადოებას ჰპირდება, რომ მისი პროდუქცია სხვა ბრენდებისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება. თმის მოვლის ხაზზე ენისტონი ზუსტად 5 წელი მუშაობდა.
ახლახანს ინტერნეტსივრცეში მსახიობის უახლესი ფოტოებიც გავრცელდა. ფოტოებში მსახიობს შავ-თეთრ ფერებში გადაწყვეტილი ტანისამოსი აცვია და შეუდარებლად გამოიყურება.